ჯოვანი სიმეონეს „ნაპოლის“ დატოვება სურს. ბრიტანულ მედიაზე დაყრდნობით ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ არგენტინელმა კლუბს მიმართა წასვლის სურვილით.
სიმეონე უკმაყოფილოა, რადგან სათამაშო დრო არ ეძლევა. მასზე წინ ფორვარდებში არიან ვიქტორ ოსიმენი და ჯაკომო რასპადორიც. მესამე ფორვარდის როლში ყოფნა კი, სამხრეთამერიკელს არ სურს.
დაინტერესებული კლუბების სია ძალიან გრძელია - „ნიუკასლი“, „ვესტ ჰემი“, „აინტრახტი“, „დორტმუნდი“, „ბეტისი“, „ვილიარეალი“ და „სევილია“. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ სიმეონე ნეაპოლელთა ძირითადში მაშინაც იშვიათად ხვდება, როცა გუნდს ვიქტორ ოსიმენი აკლია.
შეგახსენებთ, რომ ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ გასულ წელს „ვერონადან“ შეუერთდა. მას შემდეგ მან 51 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.