ფეხბურთი

18:33 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელი ტალანტისთვის "ნაპოლი" და "იუვენტუსი" იბრძვიან

„ნაპოლის“ დონეცკის „შახტარის“ და უკრაინის ნაკრების ლიდერის, გეორგი სუდაკოვის შეძენა სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რომელიც ასევე იტყობინება, რომ უკრაინელისთვის ტურინის „იუვენტუსიც“ იბრძვის. ნეაპოლელებს სუდაკოვი ელიფ ელმასის შემცვლელად ესახებათ, ტურინელებს კი ნახევარდაცვის გაძლიერება დიდი ხანია სურთ. "ნაპოლის" სიაში სუდაკოვი ერთადერთი ვარიანტი არ არის, ვალტერ მაძარის გუნდს "უდინეზეს" ნახევარმცველ ლაზარ სამარჯიჩსაც უკავშირებენ.

21 წლის ფეხბურთელი 35 მილიონ ევროდაა შეფასებული და უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნევა.

გეორგი სუდაკოვმა „შახტარის“ მაისურით დღემდე 79 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, ხოლო უკრაინის ნაკრებში 12 მატჩში თავი 1 გოლით გამოიჩინა.

0.124685