ფეხბურთი

16:50 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" ანჩელოტის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მადრიდის „რეალმა“ კარლო ანჩელოტის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

შესაბამისად, ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ვეღარ გახდება, რასაც ბევრი 2024 წლის ზაფხულიდან ელოდა. იტალიელი „რეალში“ 2026 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „რეალს“ 2013-2015 და 2021 წლიდან ავარჯიშებს. მან მადრიდულ გრანდს ამ პერიოდში 10 ტიტული მოაგებინა - ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, თითოჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132381