სხვა

10:26 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ჩაატარა სლოვაკეთის ნაკრებთან ტურნირზე, რომელიც ამავდროულად კარპატების თასის სტატუსს ატარებს.

ტიტე კალანდაძის გუნდმა მეტოქეს 32:27 აჯობა. საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 10 გოლი გაიტანა, ხოლო ერეკლე არსენაშვილმა თავის გამოჩენა 8 გოლით მოახერხა.

საქართველოს ნაკრები კარპატების თასის ფინალში დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში იანვარში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ნაკრებები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.145461