კალათბურთი

1:14 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 8 ქულა ლიგა ენდესაში, "ტენერიფემ" წელი მოგებით დაასრულა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „გრანადა“ 80:68 დაამარცხა და წელი გამარჯვებით დაასრულა.

შერმადინმა 26 წუთში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. კანარიელთა შორის საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 20 ქულა, 4 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

„ლენოვო ტენერიფე“ 8 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 იანვარს, „ჟოვენტუტს“ უმასპინძლებს.

თად მაკფადენის „სარაგოსა“ საკუთარ მოედანზე „მორაბანკ ანდორასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 72:76 დამარცხდა. თად მაკფადენმა 19 წუთში 5 ქულა და 2 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.

„სარაგოსა“ 7 მოგებით და 9 წაგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 იანვარს, „ჟირონას“ უმასპინძლებს.

0.120864