ფეხბურთი

11:20 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ შესაძლოა ანჩელოტისთან კონტრაქტი 2024 წლის იანვარში გაახანგრძლივოს

მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობამ შესაძლოა 2024 წლის იანვარში 64 წლის იტალიელ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს - წერს AS. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარებს.

წყაროს ცნობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია იტალიელი მწვრთნელის მუშაობის შედეგებით და გეგმავს მასთან შეხვედრას იანვრის დასაწყისში. ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ანჩელოტიც მზადაა 2024/2025 წლების სეზონში „სამეფო კლუბთან“ მუშაობა გააგრძელოს.

პრიმერა დივიზიონის 18 ტურის შემდეგ „რეალი“ 45 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ამდენივე ქულა აქვს „ჟირონას,“ რომელიც მადრიდელებს დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120621