პრემიერლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ სტიმ“ სტუმრად „ევერტონი“ 3:1 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმი მასპინძლებმა ჯეკ ჰარისონის გოლით მოიგეს.
თუმცა, მეორე ნახევარში „ქალაქელებმა“ მეტოქეს აჯობეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში ფილ ფოდენმა გაათანაბრა, ხოლო ხულიან ალვარესმა პენალტით „სიტი“ წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში ბერნარდო სილვამ დააფიქსირა.
„მანჩესტერ სიტიმ“ 37 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „ლივერპულს“ კი 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 30 დეკემბერს, „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლებს. „ევერტონი“ 16 ქულით მე-17 ადგილზეა, მაგრამ 10 ქულა აქვს დაკლებული, თორემ ათეულში იქნებოდა.