ფეხბურთი

22:19 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალით "ყარაბაღი" დაინტერესდა

საქართველოს ნაკრების და ნიქოზიის „აპოელის“ მცველი ლაშა დვალი შესაძლოა აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღში“ გადავიდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კლუბის ხემძღვანელობა ტრავმირებული კევინ მედინას შემცვლელს ეძებს და აგენტებმა მათ დვალის ვარიანტი ურჩიეს. „ყარაბაღმა“ „აპოელს“ შეთავაზება გაუგზავნა, რომლის დეტალები უცნობია და კვიპროსელებისგან პასუხს ელოდება.

„ყარაბაღში“ ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს - ლუკა გუგეშაშვილი. დვალმა მიმდინარე სეზონში „აპოელში“ 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.

ლაშა დვალს „აპოელამდე“ „სკონტოში“, „ქასიმპაშაში“, „დუისბურგში“, „შლიონსკში“, „ირტიშში“, „პოგონსა“ და „ფერენცვაროშში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.13288