გერმანულმა „ლაიფციგმა“ „ნაპოლიდან“ ელიფ ელმასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურდა.
ჩრდილომაკედონიელი 2 იანვრიდან გერმანულ გუნდს შეკრებაზე შეუერთდება. მან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 6-ნომრიანი მაისური მოირგო. არაოფიციალური ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ 25 მილიონი ევრო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019 წლიდან 185 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „რაბოტნიჩკის“ და „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავდა.