კალათბურთი

17:50 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს მე-13 ტურის სიმბოლურში მოხვდა

„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელიას იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი კონკრეტულად სერია A-ს ვებგვერდმა გამოარჩია. მან ბოლო ტურში „პისტოიასთან“ მოგებულ შეხვედრაში (91:70) 24 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიასთან ერთად სიმბოლურ ხუთეულში დანიელ ჰაკეტი, ნიკო მანიონი, ალესანდრო ჯენტილე და ანდრეის გრაზულისი მოხვდნენ.

„ვირტუსი“ სერია A-ში 9 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, 30 დეკემბერს კი, საკუთარ მოედანზე „პეზაროს“ უმასპინძლებს, ხოლო მანამდე ორი დღით ადრე ევროლიგაში ბელგრადის „პარტიზანს“ შეხვდება.

0.12166