სენეგალის ნაკრებში აფრიკის თასის წინ პრობლემებია. როგორც ცნობილი გახდა, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს და ასევე, მის შტაბს 6 თვეა ხელფასი არ აუღია.
ალიუ სისემ განაცხადა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ხელფასი ფედერაციას არ გადაუხდია. სისეს გასამრჯელო თვეში 30 000 ევროა, შესაბამისად, მის მიმართ დავალიანება უკვე 180 000 ევროს შეადგენს.
სენეგალის ნაკრები აფრიკის თასზე, რომელიც იანვარში დაიწყება, ჯგუფურ ეტაპზე გამბიის, კამერუნისა და გვინეის ნაკრებებს დაუპირისპირდება.