გიორგი ზარია კარიერას „კაირატში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„დინამო ბათუმის“ აწ უკვე ყოფილმა შემტევმა ყაზახებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორგი ზარიამ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2021 წელს კი „დინამო ბათუმში“ გადავიდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 91 შეხვედრაში 15 გოლის გატანა მოახერხა.