ფეხბურთი

11:19 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ უსაფრთხოების მიზნით ცოლის დის ქორწილი გამოტოვა

მაიამის „ინტერის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ უსაფრთხოების მიზნით გამოტოვა მეუღლის, ანტონელას დის, კარლა როკუცოს საქორწინო ცერემონია - წერს Marca.

წყაროს ინფორმაციით, ის არგენტინაში, როსარიოს ეკლესიაში შეკრებილი ბევრი ხალხის გამო ზეიმს არ დაესწრო. მოგვიანებით, მუსიკალურმა ჯგუფმა, რომელიც ქორწილში უკრავდა, სოციალურ ქსელში ფეხბურთელთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. მან მხოლოდ ცერემონია გამოტოვა. ფუნესში გამართულ წვეულებას კი ესწრებოდა.

წლეულს არგენტინელმა თავდამსხმელმა პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ზაფხულში კი მაიამის „ინტერში“ გადავიდა, რომელთანაც ლიგის თასი მოიგო. ამერიკულ კლუბში მესიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. 36 წლის მესიმ 2023 წელს „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118874