ფეხბურთი

10:52 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვარანმა კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთში გადაწყვიტა

„მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა - წერს L'Equipe.

წყაროს ცნობით, ფრანგმა კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადაწყვიტა. მიზეზი მცირე სათამაშო დროა, რომელიც მას „მანჩესტერში“ ეძლევა.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფრანგმა „იუნაიტედში“ 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის" ხელმძღვანელობა „მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის დაბრუნებით არ არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ვარანი მადრიდის „რეალის" ფეხბურთელი იყო 10 წლის განმავლობაში: 2011 წლიდან 2021 წლამდე. ამ პერიოდში ფრანგმა მცველმა ყველა ტურნირზე 360 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 17 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114288