ფეხბურთი

19:00 | 25.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "2024 წელს, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება გვინდა"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ 2024 წელს, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება სურთ.

„2024 წელს კლუბს სპორტულ წარმატებებს ვუსურვებ, იმედი მაქვს, რომ ამისთვის ვიმუშავებთ. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ. მართალია, შარშან კარგი სეზონი გვქონდა, მაგრამ მიზნები წელსაც გვაქვს. მინდა 2024 წელი ისეთი კარგი იყოს, როგორც 2023“, - თქვა ჩავიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120181