ფეხბურთი

14:49 | 25.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში ანტონიო კონტემ შეიძლება "მილანი" ჩაიბაროს

ანტონიო კონტე შესაძლოა ზაფხულში „მილანის“ მწვრთნელი გახდეს. „როსონერიში“ სტეფანო პიოლის მუშაობით კმაყოფილი არ არიან, რომელიც ჯერჯერობით, სამსახურს ინარჩუნებს.

Sportitalia-ს ცნობით, პიოლიმ შესაძლოა ეს სეზონი ჩაამთავროს, ზაფხულში კი გუნდის დატოვება ნამდვილად მოუწევს. მილანელთა მთავარი სამიზნე ანტონიო კონტე იქნება, რომელიც ამჟამად უმუშევარია. ერთადერთი პრობლემა შეიძლება მაღალი ხელფასი იყოს, რომელსაც კონტე მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა, მანამდე მას „ჩელსიში“, „ინტერში“, იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსში“ აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112177