ფეხბურთი

19:45 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ლობოტკას, ოსიმენის და ნათანის გარეშე დარჩა

„ნაპოლის“ სტანისლავ ლობოტკა და ნათანი გამოაკლდა. ორივე ფეხბურთელმა ტრავმა „რომას“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.

სავარაუდოდ, ბრაზილიელი მცველი 8 კვირა ვერ ითამაშებს, ხოლო სლოვაკი ნახევარმცველი 3 კვირა იუქმებს. კრიზისში მყოფი „ნაპოლისთვის“ კი ეს სერიოზული დანაკლისია.

გარდა ამისა, გუნდს გაურკვეველი ვადით ვიქტორ ოსიმენიც გამოაკლდა, რომელიც „მონცასთან“ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, ხოლო შემდეგ უკვე აფრიკის თასიც იწყება, რომლის ფინალი 11 თებერვალსაა დაგეგმილი. შესაბამისად, ნიგერია თუ ფინალში გავიდა, ოსიმენი „ნაპოლის“ კარგა ხანს ვერ დაეხმარება. აფრიკის თასზე მიდის სათამაშოდ ზამბო ანგისაც. ამასთან, „მონცასთან“ დისკვალიფიკაციის გამო მატეო პოლიტანოც ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში 17 ტურის შემდეგ 27 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118303