„პერსეპოლისის“ ქართველმა მცველმა გიორგი გველესიანმა ირანის ჩემპიონატის მე-14 ტურში ორი გოლი გაიტანა.
მან „შამს აზართან“ ანგარიში 45-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, ხოლო 81-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლიც გაიტანა - 2:1.
გველესიანის 4 გოლი აქვს მიმდინარე სეზონში გატანილი და ბომბარდირებშიც გაერია, სადაც ლიდერს 4 გოლი აშორებს და ამჟამად მეხუთე-მერვე ადგილებს იყოფს.
„პერსეპოლისი“ 25 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 დეკემბერს, „ნასაჯი მაზანდარანს“ დაუპირისპირდება.