„ნაპოლის“ კატასტროფული სეზონი აქვს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო გასულ სეზონთან. ამაზე სტატისტიკაც კარგად მეტყველებს.
შარშან ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ 17 ტურის შემდეგ 44 ქულა ჰქონდა, ხოლო წელს ნეაპოლელთა მონაგარი მხოლოდ 27 ქულაა. შესაბამისად, 17 ქულით ნაკლები დააგროვა.
სხვათა შორის, ლიდერ „ინტერს“ ვალტერ მაძარის გუნდი სწორედ 17 ქულით ჩამორჩება და ტიტულის შენარჩუნების შანსი პრაქტიკულად პირველივე წრეში დაკარგა.
„ნაპოლი“ 17 ტურის შემდეგ 27 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და ამ სეზონში მაქსიმუმ მეოთხე ადგილისთვის თუ იბრძოლებს.