„მილანიდან“ შესაძლოა სტეფანო პიოლი დაითხოვონ. იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობენ.
„როსონერი“ სერია A-ში 33 ქულით მესამე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ჩარჩა, საიდანაც მხოლოდ ევროპა ლიგაზე გადასვლა მოახერხა. „სალერნიტანასთან“ „მილანი“ მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა, რის შემდგომაც, პიოლის პოზიცია კლუბში კიდევ უფრო შეირყა.
დასახელდა მისი პოტენციური მემკვიდრეც - ინაციო აბატე, „მილანის“ ყოფილი მცველი, რომელიც ამჟამად ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს.
სტეფანო პიოლი „მილანს“ 2019 წლიდან წვრთნის და 2022 წელს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. მას მანამდე „სალერნიტანაში“, „მოდენაში“, „პარმაში“, „პიაჩენცაში“, „სასუოლოში“, „კიევოში“, „პალერმოში“, „ბოლონიაში“, „ლაციოში“, „ინტერსა“ და „ფიორენტინაში“ აქვს ნამუშევარი.