ფეხბურთი

1:45 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ბოლოადგილოსანთან მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „მილანი“ სტუმრად „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა, რომელიც ბოლო ადგილზეა და ვერ დაამარცხა.

სტეფანო პიოლის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და მე-17 წუთზე ფიკაიო ტომორის გოლით დაწინაურდა კიდეც. თუმცა ტაიმის ბოლოს ფედერიკო ფაციომ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის შუაწელს ანტონიო კანდრევამ შორი მანძილიდან გაიტანა და ფილიპო ინძაგის გუნდი წინ გაიყვანა.

„სალერნიტანა“ ახლოს იყო სეზონში მეორე მოგებასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე ლუკა იოვიჩმა გაათანაბრა - 2:2.

„მილანს“ 33 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო „სალერნიტანა“ 9 ქულით ბოლო საფეხურზეა.

„სალერნიტანა“ – „მილანი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტომორი (17), 1:1 ფაციო (42), 2:1 კანდრევა (63), 2:2 იოვიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06182