ფეხბურთი

1:00 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "დრო აჩვენებს, რომ სუპერლიგა ფეხბურთისთვის კარგი და საჭირო სიახლეა"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სუპერლიგას მხარს უჭერს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, დროთა განმავლობაში ყველა დარწმუნდება, რომ სუპერლიგა ფეხბურთისთვის კარგი და აუცილებელი სიახლეა.

"ეს იყო კარგი გადაწყვეტილება მთელი ფეხბურთისთვის, ყველა კლუბისთვის. ზოგიერთი ასე არ იქნება დარწმუნებული, მაგრამ ცხადია, რომ არ შეიძლება იყოს მონოპოლია, რომელიც მართავს ჩვენს სამყაროს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რაღაც პოზიტიური მთელი საფეხბურთო სისტემისთვის. საერთაშორისო კალენდარი გაუმჯობესდება, ყველაფერი საუკეთესოდ იქნება ორგანიზებული. დრო აჩვენებს, რომ ეს არის აბსოლუტურად დადებითი, აუცილებელი ცვლილება, დარწმუნებული ვარ“, - თქვა ანჩელოტიმ.

აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგის ინიციატორი ფლორენტინო პერესია, შესაბამისად, ანჩელოტის პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116588