სუპერლიგის პროექტის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილება არაფერს ცვლის და ფიფა გააგრძელებს ყველაზე სანახაობრივი ტურნირების ჩატარებას.
„ევროპული სასამართლოს პატივისცემის მიუხედავად, დღევანდელი გადაწყვეტილება რეალურად არაფერს ცვლის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ტურნირების ჩატარებას.
ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივი, კონკურენტუნარიანი და შინაარსიანი ტურნირების მასპინძლობას და ჩვენს შემოსავალს გამოვიყენებთ ფეხბურთის განვითარებისთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში სოლიდარობის პროგრამების მეშვეობით.
ფიფა, როგორც ყოველთვის, გააგრძელებს ამის გაკეთებას ჩვენს წევრ ასოციაციებთან, კონფედერაციებთან და ფეხბურთის ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხოლოდ ჩვენი თამაშის საკეთილდღეოდ მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ინფანტინოს განცხადებაში.