უეფას სუპერლიგას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. მადრიდის „ატლეტიკომ“, მიუნხენის „ბაიერნმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „რომამ“ და სხვა კლუბებმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს უეფას მხარდაჭერა.
ხსენებული კლუბები იტყობინებიან, რომ ისინი უეფას მხარს უჭერენ და სუპერლიგის ტურნირში მონაწილეობას არ აპირებენ.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სულ მალე შეიმუშავებენ ბერკეტს, რითაც ინგლისურ კლუბებს სუპერლიგაში მონაწილეობას აუკრძალავენ.
ამრიგად, უეფასა და სუპერლიგას შორის მორიგი ბრძოლა გაჩაღდა. ამ ეტაპზე სუპერლიგას ღიად მხარს მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ უჭერენ, მანამდე პროექტში „იუვენტუსიც“ იყო, მაგრამ ანდრეა ანიელის კლუბიდან წასვლის შემდეგ ტურინელთა პოზიციაც შეიცვალა.