„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი იჯარით ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მხარეები სრულად შეთანხმდნენ გარიგების ყველა ძირითად პირობაზე. ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრანკფურტს ორშაბათს, 1 იანვარს შეუერთდება. მანამდე ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.
ვან დე ბეკი „მანჩესტერ იუნაიტედში" „აიაქსიდან" 2020 წლის ზაფხულში 39 მილიონ ევროდ გადავიდა, მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა „წითელ ეშმაკებში" ყველა ტურნირზე მხოლოდ 23 წუთი ითამაშა. ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.