ფეხბურთი

11:46 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე მბაპეს ძმის პსჟ-ში დებიუტზე: „ვიმედოვნებ მომავლის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდება“

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 16 წლის ნახევარმცველის ეთან მბაპეს კლუბში დებიუტზე ისაუბრა. ის მოედანზე შცვლაზე შევიდა ლიგა 1-ის მე-17 ტურის „მეცთან“ (3:1) მატჩის 92-ე წუთზე.

„რაც შეეხება ეთანს, მან დაიმსახურა თავისი დებიუტი და მას ყველა ვარჯიშზე იმსახურებდა. თავიდანვე მომწონდა, აქვს გვარი, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს ზოგიერთისთვის ზურგზე სატარებლად, მაგრამ ის ძალიან ხარისხიანი მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ბევრ მატჩს ჩაატარებს „პარი სენ-ჟერმენში“. ის უკვე კლუბის ნამდვილი წევრია და ვიმედოვნებ მომავლის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახდება“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს პსჟ-ის ოფიციალური საიტი.

ეთან მბაპე კილიან მბაპეს ძმაა, რომელმაც ბოლო მატჩი მთლიანად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

20 დეკემბერს კილიან მბაპე 25 წლის გახდა. მისი ძმა ეთანი 29 დეკემბერს 17 წლის იუბილეს აღნიშნავს.

0.11675