ფეხბურთი

20:43 | 20.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაურო: "რასპადორი თანაგუნდელებს პასს არ აძლევდა და გუნდში ამაზე ცუდი სანახავი არაფერია"

ვეტერანმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ ჯაკომო რასპადორი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, „ფროზინონესთან“ მატჩში რასპადორი ჯოვანი სიმეონეს პასს არ აძლევდა.

„ფეხბურთელები, რომლებსაც აქამდე ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ, თანაგუნდელებს პასებს არ აძლევდნენ. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისინი ინდივიდუალურად ცდილობდნენ თავის გამოჩენას. დავასახელებ კიდეც, ყველაზე მეტად ასე ვინ თამაშობდა: რასპადორი. თუ შენს წინ 4 ფეხბურთელია და თანაგუნდელს პასს არ აძლევ, საშინელი სანახავია. გუნდში ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ შეტევაში თანაგუნდელს პასი არ მისცე და ეს გუშინ სამჯერ, ოთხჯერ მოხდა“, - თქვა მაურომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე „ფროზინონესთან“ 0:4 განადგურდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.11898