ფეხბურთი

20:59 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "ვხედავ, რომ მიქაუტაძე ამსტერდამში იტანჯება"

ამსტერდამის „აიაქსიდან“ „მეცში“ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე ფრანგული მედია აქტიურად წერს. ისიც ითქვა, რომ 29 დეკემბერს, შეიძლება ქართველმა ფრანგულ გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიაროს და სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდეს.

ამჯერად, მიქაუტაძის ტრანსფერზე „მეცის“ მთავარ მწვრთნელ ლაშლო ბოლონის ჰკითხეს, რომელმაც გულწრფელი პასუხი გასცა.

„ვხედავ, რომ ის ამსტერდამში იტანჯება. აქ განსაკუთრებული სეზონი გავატარეთ მასთან ერთად, ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მასთან, ძალიან ვწუხვარ მისი წასვლის გამო, იმის გათვალისწინებით როგორი სეზონი ჰქონდა შარშან და როგორ დაიწყო ეს სეზონი, შემდეგ კი ის მოგვკვეთეს. ყოველთვის მეშინია მსგავსი ოპერაციების, მით უმეტეს, თუ პაციენტი ჩემი ოჯახის წევრია. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ მის დაბრუნებას, მაგრამ ამავე დროს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რომელიმე ფეხბურთელის დაბრუნება ასე სწრაფად თუ მნდომებია? დიახ, ადრეც მქონდა მსგავსი შემთხვევა, მაგრამ არ გამოვიდა. ფეხბურთელის სახელი არ მკითხოთ“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110127