„ბაიერნმა“ გუნდის ფორვარდ თომას მიულერთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი კრისტიან ფალკი.
წყაროს ცნობით, გერმანელი ფორვარდი და „ბაიერნი“ თანამშრომლობას 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელებენ. მოთამაშის აგენტები და კლუბის წარმომადგენლები გარიგების ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და მხოლოდ მიულერის ხელმოწერა დარჩა. ოფიციალური განცხადება ამ კვირაშია მოსალოდნელი.
მიულერი „ბაიერნში“ 16 წელია (2007 წლიდან) თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა მიუნხენელთა შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც ორი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
თომასს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.