ფეხბურთი

1:30 | 19.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ალაბას შემცვლელს ეძებს

მადრიდის „რეალს“ დავიდ ალაბა მძიმე ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, რის გამოც არაა გამორიცხული ესპანურმა გრანდმა იანვარში მცველი იყიდოს.

ესპანური მედია წერს იმ ვარიანტებზე, რომლებიც მადრიდელებს აქვთ - ანტონიო სილვა „ბენფიკადან“, გონსალო ინასიო „სპორტინგიდან“ და ჯორჯო სკალვინი „ატალანტადან“.

სილვას „ბენფიკა“ დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებს, ინასიოს ფასი 40 მილიონია, ხოლო სკალვინის - 50. „რეალს“ ასევე დაუკავშირეს „აინტრახტის“ მცველი უილიამ პაჩო, რომელიც შედარებით იაფი ვარიანტია.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული „სამეფო კლუბში“ სხვა ვარიანტს მიმართონ, რადგან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიდი თანხის გადახდა მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

0.116808