ბრატისლავის „სლოვანში“ შეიძლება გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდეს. სლოვაკური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაადასტურა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.
ვაისს დეტალები არ გაუჟღერებია, მაგრამ მან ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გიორგის დაბრუნება სურთ: „ჩაკვეტაძის დაბრუნებით დაინტერესებული ვართ, ამაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ვაისმა.
გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე „გენტს“ „უოტფორდში“ ჰყავს განათხოვრებული, სადაც დღემდე 16 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.
ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ გასულ სეზონში 49 მატჩში თავი 1 გოლით და 9 საგოლე პასით გამოიჩინა. როგორც ჩანს, მას სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.