ფეხბურთი

22:47 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე სავარაუდოდ "მეცში" დაბრუნდება, მას სამედიცინო შემოწმებაზე წლის ბოლოს ელოდებიან

საქართველოს ნაკრების და „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე დიდი ალბათობით „მეცში“ დაბრუნდება.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, პრაქტიკულად შეთანხმება მიღწეულია, კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენ, კერძოდ, ფრანგებს სურთ, რომ ხელფასის ნაწილი „აიაქსმა“ გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ფიფას წესების მიხედვით, ფეხბურთელს სეზონში სამ კლუბში თამაში არ შეუძლია, შესაბამისად, მიქაუტაძეს ორი ვარიანტი აქვს: ან „აიაქსში“ უნდა დარჩეს, ან „მეცში“ დაბრუნდეს.

ავტორიტეტული გამოცემა წერს, რომ გიორგი 29 დეკემბერს, შეიძლება მეცში იყოს, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იანვრიდან კლუბს სეზონის ბოლომდე იჯარით დაეხმარება.

გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტან ადა 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114202