ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დაწყებამდე „ინტერის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს და ამჟამად ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის დარბაზში არ უშვებდნენ.
ვეტერანი არგენტინელი საშვის გარეშე იყო წარმოდგენილი, დაცვამ კი ის არ გაატარა. ძანეტი გაბრაზდა: „კი, მაგრამ, „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი ვარ!“. ცოტა ხანში დაცვამ ძანეტის დარბაზში შესვლის უფლება მისცა და „ნერაძურის“ ვიცე-პრეზიდენტი წილისყრას დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ თამაში მოუწევს.