ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბევრ მომენტს ქმნის, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს.
კარესას თქმით, დუშან ვლაჰოვიჩსა და ფედერიკო კიეზაზე მეტი საგოლე მომენტი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა.
„იუვენტუსი“ ბევრ მომენტს ქმნის, ამას სტატისტიკაც ადასტურებს. „იუვეს“ თამაშის სტილიდან გამომდინარე, ყველა იფიქრებდა, რომ შექმნილი საგოლე მომენტებით ეს გუნდი ბოლოში იქნებოდა, მაგრამ „იუვე“ ამ კომპონენტით მეორე ადგილზეა. ეს არის ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ. მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა უფრო მეტი საგოლე მომენტი, ვიდრე დუშან ვლაჰოვიჩმა და ფედერიკო კიეზამ, რაც მიუთითებს „იუვეში“ საგოლე შანსების რეალიზაციის პრობლემაზე“, - თქვა კარესამ.