ლა ლიგის მე-17 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვილიარეალი“ ადვილად, 4:1 დაამარცხა და მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა.
„სამეფო კლუბი“ 25-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა დააწინაურა, რასაც მალევე როდრიგოს გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში მორალესმა სხვაობა შეამცირა, თუმცა დროებით, რადგან ბრაიმ დიასმა და ლუკა მოდრიჩმა მადრიდელთა დამაჯერებელი გამარჯვება გააფორმეს.
„რეალი“ 42 ქულით ლიდერია, მაგრამ „ჟირონა“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება, რომელიც 18 დეკემბერს, „ალავესს“ უმასპინძლებს.