სხვა

1:24 | 18.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ტაილანდი დიდი ანგარიშით დაამარცხა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტაილანდთან საქართველომ ადვილად, 10:0 მოიგო. სამივე პერიოდში ჩვენი გუნდის უპირატესობა დიდი იყო (3:0, 4:0, 3:0). თუმცა, ეს გამარჯვება ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილის დასაკავებლად გამოდგა საკმარისი.

მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ესპანეთი გავიდა, რომელმაც ჯგუფში სამივე თამაში მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა ტაილანდთან მოგებამდე ნიდერლანდებთან 2:8 და ესპანეთთან 1:5 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110941