ფეხბურთი

21:47 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-16 ტურში „აიაქსმა“ „ცვოლეს“ ვერ მოუგო, გორგი მიქაუტაძე კი ისევ არ ათამაშეს.

ქართველი ფორვარდი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე იჯდა. „აიაქსი“ ბრაიან ბრობის დუბლით 2:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და ქულას დასჯერდა - 2:2.

„აიაქსი“ 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 იანვარს, „იგლზს“ უმასპინძლებს.

0.116151