„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ანდრე ონანა დარწმუნებულია, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს მოახერხებს. კამერუნელის განცხადებით, ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე იყო და შეუძლებელია, ასე სწრაფად მსოფლიოში ყველაზე ცუდი მეკარე გამხდარიყო.
„გინდათ მითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარე შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ცუდი გახდეს? არა! ვიცი, რომ „მანჩესტერში“ ყველაფერი კარგად იქნება, ეს მხოლოდ დროის საკითხია. მეც არ ვარ კმაყოფილი, ვიცი, რომ მეტი შემიძლია, ადრე ეს გამიკეთებია და მომავალშიც გავაკეთებ.
მომწონს ტენ ჰაგის მუშაობის მეთოდები. „აიაქსში“ ერთად წარმატებები გვქონდა და ბრწყინვალე ფეხბურთს ვთამაშობდით“, - თქვა ონანამ.