ფეხბურთი

10:25 | 17.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მიხარია გუნდს თუ დავეხმარე, დიდ გუნდთან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ"

„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა „ბარსელონასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს, რომელიც გუნდს დაეხმარება.

„დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ დიდ გუნდთან და ყველა ძალიან ბედნიერები ვართ. კარგად ვიმუშავეთ, რადგან „ბარსელონას“ წინააღმდეგ ადვილი არ არის 90 წუთის განმავლობაში მაღალი ტემპით თამაში. ორი თამაში წაგებული გვქონდა და ეს ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დაგვეხმარება.

ჩემი თამაში? მიხარია თუ გუნდს ვეხმარები, მეტი არაფერი... „მესტალიაზე“ ჩვენთვის უფრო ადვილია თამაში, რადგან გულშემატკივარი ძალიან გვეხმარება“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 22 გოლი აქვს გაშვებული, კარის მშრალად შენახვა კი ხუთჯერ მოახერხა. „ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

0.114044