„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ვალენსიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედგაცრუებულია ქულების დაკარგვით, მაგრამ ფიქრობს, რომ გუნდმა კარგად ითამაშა.
„მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ არ შეიძლება მეტოქეს ამდენი აპატიო. ანგარიში 2:0 უნდა გაგვეხადა, მაგრამ შეტევის დასრულების ფაზაში მოსამატებელი გვაქვს. თუმცა, მშვიდად ვარ, ვფიქრობ, რომ მოსაგები თამაში იყო და კარგად ვითამაშეთ, ამიტომ დადებითად ვარ განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ქულები დავკარგეთ და ეს იმედგაცრუებაა.
მომენტების რეალიზაციის პრობლემა გვაქვს, ასე იყო დღეს, „ჟირონასთან“, გრანადაში. ახლა არ არის დამნაშავეების ძებნის დრო, თვითკრიტიკული უნდა ვიყოთ, მაგრამ ვფიქრობ, გუნდი კარგ ფორმაშია”, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ 35 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 დეკემბერს, „ალმერიას“ უმასპინძლებს.