პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში პოზნანის „ლეხი“ სტუმრად „რადომიაკს“ დაუზავდა, ნიკა კვეკვესკირმა კი გოლი გაიტანა.
ქართველი ნახევარმცველი 30-ე წუთზე შეტევაში ჩაერთო და ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა, რითაც ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე პოზნანელებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს, მაგრამ ბოლო 10 წუთში ორი გაუშვეს და ქულას დასჯერდნენ. ქართველი ფეხბურთელი 2:0-ზე, 67-ე წუთზე შეცვალეს.
მიმდინარე სეზონში 30 წლის კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ მეცხრე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.
„ლეხი“ 19 ტურის შემდეგ 33 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 თებერვალს, „ზაგლებიეს“ უმასპინძლებს.