ინგლისური ჩემპიონშიფის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „პრესტონს“ ეწვია და 1:5 მოუგო.
დუბლი მიითვალა ივუარელმა ვაკუნ იუსუფ ბაიომ. თითოც ბრაზილიელმა მათეუს მარტინსმა, კონგოელმა ედო კაიემბემ და კანადელმა ისმაელ კონემ გაიტანეს.
საინტერესოა, რომ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.
ჩაკვეტაძე მინდორზე 83-ე წუთზე გამოჩნდა კონეს ნაცვლად. ამ დროისათვის მოედანზე ყველაფერი უკვე მომხდარი იყო.
„უოტფორდი“ 22 მატჩის შემდეგ 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.