დღეს, 16 დეკემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩები იმართება „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.
მატჩის 24-ე წუთზე „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა. სტუმრებს გოლი ჯეკ გრილიშმა გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში (54-ე წუთი) რიკო ლუისმა „სიტის“ უპირატესობა გააორმაგა. 76-ზე სტუმრებმა ჟან-ფილიპ მატეტას ძალისხმევით შეამცირეს სხვაობა. 95-ე წუთზე კი მაიკლ ოლისემ ბალანსი საჯარიმო დარტყმით აღადგინა - 2:2.
„სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატის 17 ტურში 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეოთხე ადგილზეა.
მატჩი „ბორნმუთსა“ და „ლუტონ თაუნს“ შორის ოფიციალურად გაუქმდა. მსგავსი გადაწყვეტილება მატჩის მსაჯებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სტუმარმა მცველმა და კაპიტანმა ტომ ლოკიერმა გონება დაკარგა.
მატჩის 59-ე წუთზე 29 წლის ფეხბურთელი მოწინააღმდეგის დახმარების გარეშე ცენტრალური წრის მიდამოში გაზონზე დაეცა. ორივე გუნდის ფიზიოთერაპევტები და ექიმები სასწრაფოდ გაიქცნენ მის დასახმარებლად. ამის შემდეგ ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. გულშემატკივრები მას ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს.
მანამდე მსაჯმა საიმონ ჰუპერმა ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა ამ დროს დროს ანგარიში თანაბარი იყო - 1:1.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-17 ტური. 16 დეკემბერი: მანჩესტერ სიტი - კრისტალ პალასი 2:2, ბორნმუთი - ლუთონი (1:1-ზე შეწყდა), ნიუკასლი - ფულემი 3:0, ჩელსი - შეფილდ იუნაიტედი 2:0, ბარნლი - ევერტონი მოგვიანებით გაიმართება