სხვა

15:53 | 16.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა (+VIDEO)

ნიდერლანდების ქალაქ ტილბურგში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დამარცხდა.

ჩვენი ქვეყნის გუნდი მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა და 8:2 წააგო. ეროვნული ნაკრებიდან გოლები ალექსანდრე კირეევმა პირველი პერიოდის 13:42 წუთზე და ვიტალი ძიოვმა მეორე პერიოდის 35:31 წუთზე გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ნაკრები ტურნიზე წინასწარი მოსამზადებელი შეკრების გარეშე გაემგზავრა. ევროპაში არსებული მეტეოროლოგიური პირობების გამო მრავალი რეისი გადაიდო და ნაკრების ზოგიერთი წევრი ტილბურგში თამაშის დღეს ჩავიდა.

საოცარი თამაში ჰქონდა მიხეილ ფოფანოვს, რომელმაც არაერთი სეივი გააკეტა და საქართველოს მხრიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საქართველო და ნიდერლანდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. 16 დეკემბერს კი 23:00 საათზე ეროვნული გუნდი უკვე ნაცნობ მეტოქეს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, რომელთანაც საქართველო 2023 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში 2:0 დამარცხდა.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორედ იღებს მონაწილეობას, პირველად 2015 წელს დავუპირისპირდით ბულგარეთის ნაკრებს, რომელთანაც დავმარცხდით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114701