კალათბურთი

1:21 | 15.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 16 ქულა და "ვირტუსის" მორიგი გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მე-14 ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ბასკონიას“ დაუპირისპირდა, რომელიც 91:81 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტაიმში მოედანზე თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ მეორე ტაიმში იტალიელებმა უპირატესობა მოიპოვეს, განსაკუთრებით მატჩის ბოლოს და გამარჯვება მოახერხეს.

თორნიკე შენგელიამ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 29 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიაზე უფრო შედეგიანი მხოლოდ მარკო ბელინელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა შესძინა, ხოლო „ბასკონიაში“ 16 ქულით და 8 მოხსნით ჩიმა მონეკე გამოირჩა.

„ვირტუს ბოლონია“ 10 მოგებით და 4 წაგებით ევროლიგაში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 დეკემბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

0.119229