ფეხბურთი

19:12 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის პოლიციამ „ფერენცვაროშის“ და „ფიორენტინას“ ფანები დააკავა

უნგრეთის პოლიციამ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის „ფერენცვაროში“ – „ფიორენტინას“ მატჩის წინ, გუნდების გულშემატკივრები დააკავა - ნათქვამია სოციალურ ქსელში.

წყაროს ცნობით, ბუდაპეშტის პოლიციამ ქომაგები გააჩერა, რადგან მათ ნიღბები ეკეთათ და ხელში სხვადასხვა სახიფათო საგნები ეჭირათ: დანები, ლითონის ღეროები, ხელსაწყოების სახელურები და პიროტექნიკური საშუალებები.

შედეგად, ორი უნგრელი და ერთი იტალიელი დააკავეს და შემდეგ წაუყენეს ბრალი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით საშიში ნივთების შენახვს გამო.

ამ დროისთვის, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული ხუთი მატჩის შემდეგ, „ფერენცვაროში“ F ჯგუფში ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 11-ქულიანი „ფიორენტინა“ ლიდერობს.

„ფერენცვაროში“ – „ფიორენტინას“ მატჩი დღეს, 14 დეკემბერს გაიმართება ბუდაპეშტის „გრუპამა არენაზე“ და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.120794