18:23 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი - ტონალის თაობაზე: „სანდროს პრობლემების შესახებ არაფერი ვიცოდი. ის ყოველთვის გონიერი ყმაწვილი გახლდათ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ თქვა, რომ არ იცოდა მისი ყოფილი ფეხბურთელის, სანდრო ტონალის სპორტულ ფსონებზე დამოკიდებულების თაობაზე.

„არაფერი ვიცოდი სანდროს პრობლემების შესახებ. ის ყოველთვის ჭკვიანი ბიჭი იყო. ხშირად ძნელია იმის გაგება, თუ რას აკეთებენ მოთამაშეები მოედნის გარეთ.

რაიმე სიმპათია „ნიუკასლის“ მიმართ? ზაფხულში ტონალის ხელმოწერა კარგი გარიგებაა მათთვის. „კაჭაკაჭებმა“ დიდი ფეხბურთელი შეიძინეს. მართალი გითხრათ, სანდროს დისკვალიფიკაციას ვერავინ წარმოიდგენდა.

დარწმუნებული ვარ, ტონალი თავის წინა დონეს დაუბრუნდება. ვიმედოვნებ, რომ ეს მწარე გამოცდილება გამოადგება“, - ციტირებს პიოლის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ ტონალი საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადების გამო 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მან აღიარა, რომ ფსონებს დებდა „მილანის“ იმ მატჩებზე, როცა თავად განახცადში ვერ ხვდებოდა.

ტონალი „ნიუკასლში“ გასულ ზაფხულს 64 მილიონ ევროდ გადავიდა, ამ სეზონში იტალიელმა „ჯორდების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2028 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.113192