ფეხბურთი

16:23 | 14.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი: „მინდა, „ატლეტიკო“ ჩემი ბოლო კლუბი იყოს ევროპაში“

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, განაცხადა, რომ არ ისურვებდა რომელიმე სხვა ევროპულ კლუბში გადასვლას.

„მინდა, „ატლეტიკო“ იყოს ჩემი ბოლო კლუბი ევროპაში. შემდეგ კი შემეძლოს სხვა ადგილებში ფეხბურთით ტკბობა. სურვილი მაქვს აქ გავაგრძელო თამაში, იმ დონეზე ვარ, რაც გუნდს სჭირდება. ვნახოთ, მომცემენ თუ არა შანსს, მაგრამ აქ ბევრი კარგი მოთამაშეა. “, - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს ტვიტეტზე Atletico Universe.

მიმდინარე სეზონში 32 წლის გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატში „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113914