სხვა

13:41 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში: ვეიკსკეიტინგი (Wake Skating)  დუბაის ცათამბჯენის პანორამულ  აუზში და შემდეგ პარაშუტით ხტომა

ამერიკელმა სპორტსმენმა ბრაიან გრუბმა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ვეიკსკეიტინგში, დაუჯერებელი პროექტი განახორციელა: მსოფლიოში პირველად გააერთიანა ვეიკსკეიტინგი (Wakeskating) დრონის გამოყენებით და პარაშუტით ხტომა (BASE jumping).

ეს გასაოცარი ტრიუკი პანორამულ აუზში შესრულდა, რომელიც დუბაიში, Address Beach Resort-ის სახურავზე, 294 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი პანორამული აუზი, გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

თავდაპირველად სპორტსმენმა დრონის დახმარებით 77-ე სართულზე განთავსებული აუზის ზედაპირზე 94 მეტრი ისრიალა, შემდეგ ტრამპლინზე ავიდა და პარაშუტით ძირს წარმატებულად დაეშვა. ეს უნიკალური ტრიუკი ექსტრემალური სპორტის ისტორიაში WakeBase სახელით შევიდა, მისი განხორციელება სპორტსმენმა 7 წლის წინ ჩაიფიქრა.

დუბაი ცნობილია, როგორც სპორტის ექსტრემალური სახეობების ჰაბი და თავგადასავლების მაძიებლებისთვის გასაოცარი მიღწევების ცენტრალური ადგილი. WakeBASE მიღწევამ ახალი ფურცელი გადაშალა ქალაქის/დუბაის რეკორდების ისტორიაში.

„ტრიუკის დაგეგმვისას ჩვენ მაღალ ადგილს საცურაო აუზით ვეძებდით. არჩევანი დიდი არ იყო. ბოლოს აღმოვაჩინეთ Address Beach Resort დუბაიში, რომელსაც ყველაზე მაღალი პანორამული საცურაო აუზი აქვს მსოფლიოში და წავედით მის სანახავად. თითქოს, შენობა სპეციალურად ჩვენთვის იყო დაპროექტებული. როგორც კი თვალი მოვავლეთ, მივხვდით, რომ ჩვენი ნამდვილი მისიაც დაიწყო“ - აღნიშნა ბრაიან გრუბმა.

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს დუბაის მთავრობის მხარდაჭერა გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში საამიროს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას ხელშეწყობა. DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.

DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს. ROSE Creative marketing

ომუნიკაციების სააგენტო Rose Creative Marketing დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) ოფიციალურ პრესსამსახურს წარმოადგენს დსთ-ს ქვეყნებში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთში. Dubai@rosecreative.marketing

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111979