ფეხბურთი

12:53 | 13.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქი მსაჯი: "ის მოკვლით მემუქრებოდა, რამდენიმე ადამიანი კი ფეხებს მირტყამდა"

თურქმა მსაჯმა ჰალილ უმუთ მელერმა მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და თქვა, რომ „ანკარაგუჯუს“ პრეზიდენტი ფარუქ კოჯა მოკვლით ემუქრებოდა.

„ფარუქ კოჯამ თვალის ქვეშ მუშტი დამარტყა და მიწაზე დავეცი. ამის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა ფეხი სახესა და სხეულის სხვა ნაწილებში დამარტყეს. კოჯა მიყვიროდა და მეუბნებოდა, რომ მომკლავდა“, - თქვა მელერმა.

„ანკარაგუჯუსა“ და „რიზესპორის“ მატჩის შემდეგ მომხდარ სკანდალზე კომენტარი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ფეხბურთში ძალადობის ადგილი არ არის:

„ფეხბურთში ძალადობის ადგილი აბსოლუტურად არ არის, მოედანზე თუ მის მიღმა. რაც თურქეთის სუპერლიგის მატჩის შემდეგ მოხდა, სრულიად მიუღებელია და ჩვენს სპორტსა და საზოგადოებაში ამის ადგილი არ არის. მსაჯები, ფეხბურთელები, გულშემატკივრები და პერსონალი უნდა იყვნენ უსაფრთხოდ და დაცულები, რათა ისიამოვნონ თამაშით“, - დაწერა ინფანტინომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მსაჯზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ თურქეთში საფეხბურთო ჩემპიონატების სეზონი გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.

0.119057